ფეხბურთი

17:41 | 18.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი: “ზლატანთან ერთად თამაში შესანიშნავი იქნებოდა”

ფრანგული “სენტ ეტიენის” ლიდერი პიერ-ემერიკ ობამეიანგი აცხადებს, რომ ის კარიერის “პარი სენ ჟერმენში” გაგრძელების წინააღმდეგი არაა.

23 წლის გაბონელი თავდამსხმელი შესანიშნავ სეზონს ატარებს. ლიგა ერთში ჩატარებულ 27 მატჩში მას 16 გოლი დაგუროვდა და სწორედ ობამეიანგის კარგი თამაშია იმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რომ “სენტ ეტიენი” ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. საფრანგეთში გაბრწყინებული გაბონელი ფეხბურთელი სატრანსფერო ჭორების ერთ-ერთი ობიექტია. ცოტა ხნის წინათ, მისი სახელი “პარი სენ ჟერმენსაც” დაუკავშირეს.

“რა თქმა უნდა, ძალების პსჟ-ში მოსინჯვა შესანიშნავი იქნებოდა. მომმართეს თუ არა პარიზელებმა ოფიციალური წინადადებით? მათი მხრიდან წამოსულ ინტერესზე არაფერი ვიცი. ვნახოთ. შემიძლია დავამატო, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად თამაში შესანიშნავი იქნებოდა.” – აცხადებს თავად ობამეიანგი. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.108189