პორტუგალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, დიდია ალბათობა იმისა, რომ პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ლუიშ ფიგუმ მილანის “ინტერის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა სტრამაჩონი შეცვალოს.
მიუხედავად იმისა, რომ მილანელთა პრეზიდენტი მასიმო მორატი გუნდის ამჟამინდელ თავკაცს სიტყვიერად მუდამ მხარდაჭერას უცხადებს, “მილანთამ” შესაძლო წარუმატებლობის შემთხვევაში სტრამაჩონი თანამდებობის დატოვებას ვერ გადაურჩება. სწორედ ამ სიტუაციაში ჩაიბარებს გუნდს ფიგუ, ოღონდ, ის გუნდში მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება.
ვარაუდობენ იმასაც, რომ ზაფხულში “ინტერის” ხელმძღვანელობა ამჟამად მადრიდის “ატლეტიკოში” მომუშავე არგენტინელის, დიეგო სიმეონეს გადაბირებას ეცდებიან. სათადარიგო ვარიანტებად ვალტერ მაცარი და ლორან ბლანი განიხილებიან.