“ვალენსიას” მთავარმა მწვრთნელმა, ნუნუ ესპირიტო სანტომ “სოსიედადთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრაზე (1:1) ისაუბრა.
პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ მეტოქემ მის გუნდზე უკეთ ითამაშა და “ღამურების” მეკარე დიეგო ალვეში გამოარჩია.
“მართალია, მეტოქემ უკეთ ითამაშა. რთული მატჩი გამოვიდა. გაშვებული გოლის შემდეგ, მეტოქემ ბურთი დაიჭირა და მომენტებიც შემქმნა, მაგრამ გატანა ჩვენც შეგვეძლო.
მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ და ბიჭებით ვამაყობ. ისინი ცდილობენ, რომ ყოველ შეხვედრაში უკეთესები იყვნენ, მაგრამ სულ ვერ გაიმარჯვებ.
დიეგო ალვეშმა დიდებულად ითამაშა. მან დიდი სამუშაო გასწია და არაერთხელ გვიხსნა გაშვებული გოლისგან”. – განაცხადა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
შეგახსენებთ, რომ “ღამურები” 14 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ ლა ლიგაში.
ირაკლი ალიმბარაშვილი