მართალია, ისედაც არ იყო მოსალოდნელი ანშლაგი, მაგრამ მატჩის უმაყურებლოდ ჩატარებამ კიდევ უფრო დააკლო ინტერესი მცხეთურ მატჩს. მარტვილელები კიდევ 4 საშინაო შეხვედრას გამართავენ ქომაგების გარეშე და თანაც, როგორც იცით, საკუთარ ქალაქში არ თამაშობენ. ასე რომ, ძალიან ძნელი იქნება, ზურაბ იონანიძის გუნდმა მიზანს მიაღწიოს და გავარდნა თავიდან აიცილოს.
უმაყურებლობის გრდა, მატჩს დიდი დაღი დაასვა ქარმაც. პირველ წუთებში “სპარტაკი” უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა შემდეგ მარტვილელები უკეთ ათამაშდნენ. უპირატესობის მიუხედავად, სახიფათო მომენტი არ შექმნილა და არც “მერანის” კართან ყოფილა რაიმე ხიფათი. სამაგიეროდ მეორე ნახევარში იყო მომენტები და მერანელ ლაშა კუჭუხიძეს შეეძლო თავის გამოჩენა, თუმცა ვერ გამოიყენა.
”სპარტაკიდან” ლაშა პარუნაშვილი გამოირჩეოდა, რომელიც შორიდან ორჯერ ცდილობდა გატანას, მაგრამ ცოტა დააკლდა. ასევე, გიორგი თექთურმანიძეს არ გაუმართლა, ხოლო მცველმა ნიკა მგელაძემ კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ვერ იმარჯვა და ახლოდან ააცილა კარს.
ბოლოს, 84-ე წუთზე “მერანის” ნახევარმცველმა პაპუნა ფონიავამ განახორციელა კარგი შეტევა, მცველებს გასცდა და მეკარესთან პირისპირ იყო, თუმცა გიორგი ნადირაძემ იმარჯვა. უნდა ითქვას, ფრე არცერთ გუნდს არ აწყობდა – მითუმეტეს, “მერანს”, რომელიც 4-ქულიანი ჩამორჩენით დარჩა ბოლო ადგილზე.
30.05. 18:00. მცხეთა პარკი. უმაყურებლოდ
მერანი – სპარტაკი 0:0
მერანი: მამალაძე, მელიავა, იობაშვილი, გაბუნია, ხუბუა, ჩუკვურანი, ჯოჯუა, ფონიავა (ჩხეტიანი 90+1), ბაბუნაშვილი (ბენაშვილი 79), კუჭუხიძე (გეგეჭკორი 58), ციცხვაია.
მწვრთნელი: ზურაბ იონანიძე
სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, კონსტანტინე ხიზანეიშვილი, შონია, პარუნაშვილი, თუხარელი, თექთურმანიძე, კემუხტაშვილი (ცერცვაძე 46), მეტრეველი (ეხვაია 66).
მწვრთნელი: კახა კაჭარავა.
გაფრთხილება: შონია (70), გაბუნია (74), ჭაფოძე (82).
მსაჯი: ბასლეჰლო (სირია)