“დალას მავერიქსის” ფორვარდი დირკ ნოვიცკი კარიერის განმავლობაში ჩაგდებული ქულების რაოდენობის მიხედვით ჯონ ჰავლიჩეკს გაუტოლდა და ახლა, “
“გოლდენ სტეიტ უორიორსთან” შეხვედრაში ნოვიცკიმ, რომელიც მიმდინარე სეზონში საშუალოდ 21.5 ქულას აგდებს, მხოლოდ 12 ქულა მიითვალა, თუმცა, მორიგ ისტორიულ მიჯნას მაინც უწია. ამჟამად, დალასელთა ლიდერის აქტივში 26 395 ქულაა.
ცნობისთვის, ამ სეზონში ნოვიცკიმ უკვე გადაასწრო ჯერი უესტს, რეჯი მილერს, კევინ გარნეტს და ალექს ინგლიშს. ახლა, რიგში დომინიკ უილკინსი (26 668) და ოსკარ რობერტსონი (26 710) დგანან.