ჩოგბურთი

19:39 | 7.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკის “სახალისო მატჩი”

რეიტინგსიის სერბმა ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტორონტოს “მასტერზ1000”-ის სასტარტო შეხვედრაში ფრანგ გაელ მონფისს მეტად რთული ორთაბრძოლის შემდეგ 6:2, 6:7, 7:6 მოუგო, ნამატჩევს კი ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი გააკეთა.

“გარკვეული თვალსაზრისით სახალისოც კი იყო ამგვარ პაექრობაში მონაწილეობის მიღება. კორტზე ორსაათნახევარი გავატარე. ჰარდსაფარიან კორტზე ბოლოს მაიამის შეჯიბრების ფინალში ვითამაშე. მონფისთან მატჩმა აქაურ კორტთან გაშინაურების საშუალებ მომცა”, - განაცხადა “ნოლემ” და მომდევნო ოპონენტზე, ასევე ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგაზეც ისაუბრა: “ჩემი მომდევნო მოწინააღმდეგე დაახლოებით გაელის სტილში ასპარეზობს. დაღლილობას არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, ოთხკვირიანი პაუზა რომ მქონდა. ცხადია, ტორონტოში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებ”.

0.11343