ჩოგბურთი

10:20 | 17.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნოვაკ მეხუთე”

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ის ფინალში როჯერ ფედერერს 3:6, 6:3, 7:6 მოუგო, კარიერის განმავლობაში 42-ე ტიტული დაიმსახურა და 17-ე მასტერზის გამარჯვებული გახდა. ამ მაჩვენებლით “ნოლე” ანდრე აგასისა და ჯიმი კონორსს გაუთანაბრდა, ლეგენდარულ ამერიკელებთან მეხუთე ადგილს იყოფს და მხოლოდ ჯონ მაკინროის (19), როჯერ ფედერერს (21), ივან ლენდლს (22) და რაფა ნადალს (26) ჩამორჩება.

ჯოკოვიჩისა და ფედერერის ფინალის ბედი მესამე სეტის ტაიბრეიკმა გადაწყვიტა. კალიფორნიის შტატის შეჯიბრების გადამწყვეტი მატჩის ხანგრძლივობა 2 საათი და 12 წუთი იყო და ამ სათამაშო დროის განმავლობაში სერბმა 6 ეისი შეასრულა. ნოვაკი და როჯერი ინდიან უელსში ერთმანეთს ოცდამეცამეტედ შეხვდნენ და მინიმალური სხვაობით წინ შვეიცარიელია – 17:16. ჯოკოვიჩმა მესამედ იმარჯვა ინდიან უელსის “მასტერზ1000”-ზე (ბალკანელმა კალიფორნიაში 2008 და 2011 წლებშიც იპირველა), როჯერს კი ამ ტურნირზე 4 საჩემპიონო ტიტული აქვს.

წლეულს ჯოკოვიჩმა პირველი ტიტული მოიგო, კალიფორნიის შტატში მიღწეული წარმატების შედეგად კი “ნოლე” საპრიზო თანხის სახით მილიონ დოლარს და ათას სარეიტინგო ქულას მიიღებს.

0.123166