ჩოგბურთი

11:13 | 20.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: „როლან გაროსზე“ წარმატებით გამოსვლის საფუძვლიანი იმედი მაქვს“

 რომის „მასტერზ1000“-ის გამარჯვებული ნოვაკ ჯოკოვიჩი საფრანგეთის ღია პირველობის დასრულების შემდეგ შესაძლოა კვლავ რეიტინგსიის სათავეში ვიხილოთ. საამისოდ რამდენიმე პირობ უნდა შესრულდეს.

- ჯოკოვიჩმა ნადალი „როლან გაროსის“ ფინალში უნდა დაამარცხოს

- ჯოკოვიჩი ნახევარფინალამდე მივა, ნადალი კი საჩემპიონო ტიტულს ვერ დაიცავს

- ჯოკოვიჩი მეორე წრეს გასცდება, ნადალი კი ფინალში ვერ გავა

- ნადალი ნახევარფინალამდე ვერ გააღწევს

შეგახსენებთ, სადღეისოდ ჯოკოვიჩი ნადალს 650 ქულით ჩამორჩება.

ამასობაში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს, ჩვენ კი მისი და რეპორტიორის დიალოგს შემოგთავაზებთ.

- შეგიძლიათ განაცხადოთ, რომ თანდათან ოპტიმალურ სპორტულ ფორმაში შეხვედით?

- მაჯის ტრავმის შემდეგ ბრწყინვალე სათამაშო კვირა გამომივიდა. საბედნიეროდ, მწყობრშიც მალე ჩავდექი და სათანადო ფორმაც ავკრიბე. რომში რამდენიმე მძიმე ორთაბრძოლა ჩავატარე, მთლიანობაში კი მაღალი დონის ჩოგბურთი ვუჩვენე მაყურებელს. ამან მეტი დამაჯერებლობა შემძინა.

- რაფა ნადალის დამარცხებაც გაცილებით უკეთეს ფსიქოლოგიურ განწყობაზე დაგაყენებდათ...

- ნებისმიერი საფარის კორტზე ჩატარებული ტურნირის ფინალში რაფას ძლევა სერიოზული წარმატებაა, რაც საკუთარი თავისადმი რწმენას მიორმაგებს. რომის შეჯიბრების გადამწყვეტ ორთაბრძოლას რაც შეეხება, უპირველესად გამოცდილება დამეხმარა. სწორედ ამის გამო ბოლომდე მშვიდად ვიყავი და საკუთარი შესაძლებლობების მეტ-ნაკლებად სრულად გამოვლენაც მოვახერხე.

- რა განწყობით შეხვდებით საფრანგეთის ღია პირველობის მორიგ გათამაშებას?

- გავიმეორებ – ფინალში ნადალის ძლევა უმნიშვნელოვანესი ფსიქოლოგიური ფაქტორია, საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ და ამიტომაც „როლან გაროსზე“ წარმატებით გამოსვლის საფუძვლიანი იმედი მაქვს.

- რომის „მასტერზ1000“-ის მოგებისთვის განკუთვნილი ჰონორარი მთლიანად სერბიასა და ბოსნიაში მომხდარი წყალდიდობის დაზარალებულთა ფონდში გადარიცხეთ...

- გული მტკივა, როდესაც სტიქიის კადრებს ვუყურებ. ბოსნიაში 950 ათასი ადამიანია ევაკუირებული. სტიქიამ ხორვატიის აღმოსავლეთსაც მიაღწია, თუმცა, ვიმედოვნებ, ხორვატები გაცილებით ნაკლებად დაზარალდებიან ვიდრე სერბები და ბოსნიელები. ღმერთი იყოს მათი შემწე.

0.122213