ჩოგბურთი

16:29 | 6.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნოვაკ ჯოკოვიჩი: “მილანისთვის” კარგი ფეხი მაქვს”

 

 ინდიან უელსის ტურნირის წინ პლანეტის წამყვანი ჩოგბურთელები გულშემატკივართა და ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი. კალიფორნიის შტატის “მასტერზ1000”-ში დიდი სლემის შეჯიბრებათა ოთხივე მოქმედი ჩემპიონი იასპარეზებს, მთავარი პრიზის მოპოვების რეალური შანსი, ცხადია, რეიტინგსიის სერბ ლიდერს ნოვაკ ჯოკოვიჩსაც აქვს.

 

- რას გვეტყოდით რაფა ნადალის დაბრუნებაზე?

- მან არაერთხელ გააწბილა “ექსპერტები”. მათი აზრით ამჯერად რაფას წარმატებით დაბრუნება გაუჭირდებოდა, მაგრამ თავადაც იხილეთ, როგორ გაანადგურა ნადალმა დავიდ ფერერი აკაპულკოს ტურნირის ფინალში. არადა, ფერერი სადღეისოდ რეიტინგსიის მეოთხე ნომერია. დავიდისგან ფინალში უკეთეს თამაშს ველოდი, მაგრამ რაფამ მას შანსი არ დაუტოვა. საჩოგბურთო სამყაროსთვის ძალიან კარგი, საინტერესო და სასარგებლოა, რაფა კვლავინდებურად კორტზე რომ გადის. იგი დიდი ჩემპიონია და ჩოგბურთის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი.

- საგამოფენო მატჩში მარდი ფიშის წინააღმდეგ ითამაშეთ, რომელსაც გულის პრობლემების გამო, ნადალის მსგავსად, კარგა ხნის განმავლობაში არ უთამაშია...

- მარდი ფიზიკურად მშვენივრად გამოიყურებოდა. იგი კორტზე კარგად მოძრაობდა და ძლიერად და ზუსტადაც აწოდებდა.

- დაწყებული ლონდონის წლის შემაჯამებელი ტურნირიდან მატჩი არ წაგიგიათ. ხომ არ ფიქრობთ წაუგებელი სერიის ახალ რეკორდზე?

- ამაზე ნაკლებად ვფიქრობ. 2011 წელს მიჯრით 43 შეხვედრა მოვიგე და ამ შედეგის თუნდაც გამეორება ურთულესი საქმეა. თუმცა, ამგვარი წაუგებელი სერია რომ მქონდა, დამატებით სტიმულს მაძლევს.

- გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, იტალიაში გაემგზავრეთ, სადაც “მილანისა” და “ბარსელონას” საჩემპიონთალიგო შეხვედრას დაესწარით. ცნობილია, რომ “როსონერის” ქომაგი ხართ. იმ მატჩის შედეგით კმაყოფილი უნდა დარჩენილიყავით...

- “ბარსელონას” 2:0 დამარცხება მართლაც დიდი წარმატებაა. საერთოდ, “მილანისთვის” კარგი ფეხი მაქვს. შარშან “არსენალთან” მის დაპირისპირებას დავესწარი და ის პაექრობაც “მილანის” მოგებით დასრულდა. შევეცდები, “როსონერის” ასპარეზობებს დავესწრო და შეხვედრები “მოვაგებინო”.

- მშობლიურ ბელგრადში სარესტორნო ბიზნესი გაქვთ...

- ეს ბიზნესი მამაჩემის საკუთრებაა. ამ მიმარულებით მან წარმატებას მიაღწია, მე კი ბელგრადში ჩასვლისას რესტორანში მხოლოდ სადილობით შემოვიფარგლები ხოლმე.

თეგებიჯოკოვიჩი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117898