სახელგანთქმული სერბი ჩოგბურთელი ნოვაკ ჯაკოვიჩი, ამჟამად ორმაგი დიდების ზენიტშია. ერთი ის, რომ იგი კარიერის მწვერვალზეა და იქიდან “ჩამოსვლას” ჯერ არ ფიქრობს, მეორე ფაქტი უფრო სასიხარულოა - მალე ნოვაკი და მისი საცოლე ელენა რისტიჩი მშობლები გახდებიან.
ბედნიერმა მომავალმა მამამ, ეს ფაქტი ვეღარ დამალა და თაყვანისმცემლებს “ტვიტერის” საშუალებით ამცნო. ჯაკოვიჩი და მისი საცოლე ქორწილს გეგმავდნენ, მაგრამ ალბათ 2015 წლამდე მოცდა მოუწევთ. ჯერ მშობლის სტატუსს დაიმკვიდრებენ მერე კი, ჯაკოვიჩს უიმბლდონის ტურნირზე მოუწევს ოფლის ღვრა.