ჩოგბურთი

10:58 | 13.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ნოლეს” სარეკორდო შანსი

 რეიტინგსიის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის Western & Southern Open-ის ტურნირში ჩაება და თუკი ამ ასპარეზობის მოგება მოახაერხა, ერთადერთი ჩოგბურთელი გახდება, რომელსაც “მასტერზ1000”-ის ყველა შეჯიბრებაზე ექნება გამარჯვება მოპოვებული. არადა, უწინ “ნოლემ” ოთხჯერ ითამაშა ამ ტურნირის ფინალში და საბოლოო წარმატებას ჯერჯერობით ვერ მიაღწია. წლევანდელი შეჯიბრება კი ჯოკოვიჩმა ფრანგი ჟილ სიმონის 6:3, 4:6, 6:4 დამარცხებით დაიწყო.

ფრანგულ-სერბული დაპირისპირება 2 საათსა და 10 წუთს გაგრძელდა. 27 წლის ჯოკოვიჩმა 4 ბრეიკი, 7 ეისი შეასრულა, 2 წლით უფროს სიმონთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 8:1 გახადა. მერვედფინალში ნოვაკი ამერიკელი სემ კუერისა და ესპანელ ტომი რობრედოს შორის მოგებულს შეხვდება.

“ამ ტურნირის მოგება ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია. ოთხჯერ დავმარცხდი ფინალში, თანაც იმ მატჩების მოგების შანსი არ მქონდა. იმედია, ამჯერად წინ წავიწევ, მიუხედავად იმისა, ბოლო თვის განმავლობაში ჩემ ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი რამ რომ მოხდა”, - განაცხადა ჯოკოვიჩმა სასტარტო გამარჯვების შემდეგ.

0.114916