ჩოგბურთი

18:46 | 13.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

„ნოლე“ მესამე წრეშია

რომის „მასტერზ1000“-ის 2011 წლის გათამაშების ჩემპიონმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა წლევანდელ ტურნირზე წარმატებული სტარტი აიღო. 26 წლის სერბმა მეორე წრეში მასზე 9 წლით უფროს ჩეხ რადეკ შტეპანეკს 6:3, 7:5 მოუგო, მის მომდევნო ოპონენტს კი ესპანელი ტომი რობრედოსა და გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის დაპირისპირება გამოავლენს.

ჯოკოვიჩისა და შტეპანეკის პაექრობამ საათსა და 37 წუთს გასტანა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში „ნოლემ“ 5 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა, რადეკთან პირადი შეხვედრების ანგარიში კი 10:1 გახადა.

0.111908