როჯერ ფედერერისა და რაფა ნადალისგან განსხვავებით ნოვაკ ჯოკოვიჩი მიმდინარე უიმბლდონზე წარმატებულ სვლას განაგრძობს. რეიტინგსიის 26 წლის სერბმა ლიდერმა კლასიფიკაციის 156-ე საფეხურზე მყოფ 30 წლის ამერიკელ ბობ რეინოლდსს 7:6 (7:2), 6:3, 6:1 მოუგო და მესამე წრეში (მეთექვსმეტედფინალში) გავიდა.
სერბულ-ამერიკულმა დაპირისპირებამ საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. ბალკანელის ანგარიშზე 4 ბრეიკი და 12 ეისია. მიმდინარე უიმბლდონზე ჯოკოვიჩი და რეინოლდსი კარიერის განმავლობაში კორტის საპირისპირო მხარეს ერთმანეთის პირისპირ პირველად წარსდგნენ.
მესამე წრეში გასვლის შემდეგ ნოვაკმა კომენტარი გააკეთა წლევანდელ უიმბლდონზე დაფიქსირებული რამდენიმე სენსაციურ მატჩთან დაკავშირებით: “გაკვირვებული ვარ იმით, რომ რამდენიმე ტოპჩოგბურთელი ტურნირს საწყის ეტაპებზე ჩამოშორდა. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ყოვლად დაუშვებელია ზერელე მიდგომა ნებისმიერი მეტოქისადმი. არ მინდა დავკონკრეტდე, მაგრამ ზოგიერთი მოთამაშე მომდევნო მოწინააღმდეგეებსა და ეტაპებზე ფიქრობდა და ფსიქოლოგიურად არასათანადოდ მოემზადა საწყისი სტადიის პაექრობებისთვის. პირადად მე რეინოლდსის წინააღმდეგ სათამაშოდ მთელი სერიოზულობით განვეწყვე და მოხარული ვარ, 3 სეტით მოგება რომ მოვახერხე”.