რომის Internazionali BNL d'Italia-ს 2011 წლის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი წლევანდელი ტურნირის ფინალში კანადელი მილოშ რაონიჩის 6:7, 7:6, 6:3 ძლევის შემდეგ გავიდა. გადამწყვეტ მატჩში “ნოლე” რაფა ნადალისა და 23 წლის ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შორის მოგებულს შეხვდება.
ჯოკოვიჩისა და რაონიჩის ნახევარფინალი 3 საათს გაგრძელდა. 26 წლის სერბის ანგარიშზე 3-3 ბრეიკი და ეისია. ნოვაკი საჩოგბურთო კაიერის განმავლობაში მეორედ შეხვდა 23 წლის მილოშს და მეორედაც მოახერხა მისი დამარცხება.