"ნიუკასლის" თავკაცს ალან პარდიუს ფრანგი ნახევარმცველის იოჰან კაბაიეს შემცვლელის მოძებნა სურს. მოგეხსენებათ, ფრანგი ფეხბურთელით "არსენალი" და პსჟ არიან დაინტერესებული. "ნიუკასლის" მწვრთნელის განცხადებით, მას სურს მალევე გაირკვეს კაბაიეს მომავალი.
"ეს ძალიან მარტივია, სიტუაციის გარკვევა გვინდა. თუ კაბაიე ჩვენთან დარჩება ეს გაგვახარებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად შევეცდებით სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მისი შემცვლელი მოვძებნოთ. "ნიუკასლი" დიდი გუნდია და გულშემატკივრებს ამ კლუბის წარმატება უხარიათ. მართალია ეს ბიზნესიცაა, თუმცაღა ჩვენ ყველაფრის წინასწარ გარკვევა გვინდა", - აღნიშნა Goal.com-თან საუბრისას ალან პარდიუმ.
კაბაიეს მომავალს "არსენალს" ან პსჟ-ს უკავშირებენ, თუმცა რომელ კლუბში გადავა ფრანგი, ჯერჯერობით უცნობია. თავად ფეხბურთელი კი კლუბის დატოვებას აპირებს.
გიორგი ბალახაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ნორმალური ფეხბურთელია არსენალში კარგი იქნება მაგარამ ამ არაბების გადამკიდე წავა სამშობლოში :/
სირცხვილია, ამხელა საიტის ჟურნალისტი ხარ და ნიუკასლის მწვრთნელი რა გვარია არ იცოდე.
როგორც იწერება ისე არ იკითხება ცნობისთვის.
ალან პარდევი არა, ალან პარდიუ.
ტეხავს უბრალოდ...
სად წერია პარდევი აბა? ორჯერ არის ნიუკასლის მწვრთნელი ნახსენები გვარით და ორჯერვე პარდიუ წერია.
იქნებ შენ აღიქვი მასე? D:
რას გეტყვი იცი?
ძალიან კარგად აღვიქვამ და თვალს არ მაკლია.
პარდევი ეწერა და გადაასწორეს როგორც ჩანს.
თან შენ წარმოიდგინე და ორივეგან პარდევი ეწერა!
მართლა პარდევი ეწერა წეღან მეც წავიკითხე, ეტყობა გაასწორეს ეხლა
ეს მაგარი ფეხბურთელია?
საკმაოდ
რითია მანც მაგარი? რას შვრება ამისთანას?
ვაა კაია არსენ მიდი დაითრიე დიმკაც მიიყვანე და ჩათვალე ლივერპული დარჩა კიდევ ერთი 2 წელი ულიგოდ
((((
თავდამსხმელიც გვინდა ვაააა
ოფიციალური შემოთავაზება მხოლოდ ერთი გუნდიდან ააქვს და