დიდი ალბათობით, ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი მაურისიო ისლა კარიერას “ნიუკასლში” განაგრძობს. იტალიური მედიის ცნობით, “კაჭკაჭები” ტურინელებთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
კლუბები შეთანხმებასთან ძალზე ახლოს არიან. უახლოეს პერიოდში, 26 წლის ჩილელი “ნიუკასლთან” 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამაგირის სახით, სეზონში 3.5 მილიონ დოლარს მიიღებს.
სავარაუდოდ, “ნიუკასლს” ისლას ტრანსფერი 14 მილიონი დოლარი დაუჯდება.