ლონდონის “ქუინზ პარკ რეინჯერსის” თავდამსხმელი ლოიკ რემი მომდევნო სეზონს “ნიუკასლში” გაატარებს. BBC-ის ცნობით, ფრანგი “კაჭკაჭების” შემადგენლობაში იჯარის წესით იასპარეზებს.
რამდენადაც ცნობილია, რემი ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას ორშაბათს გაივლის.
აღსანიშნავია, რომ ფრანგს “ნიუკასლში” გადასვლის შანსი იანვარშიც ჰქონდა, მაგრამ ქპრ არჩია. საბოლოოდ, ლონდონური კლუბი ჩემპიონლიგაში გავარდა.