ხორვატიის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა პლეი ოფის საპასუხო მატჩში ისლანდიასთან შინ გამარჯვების (2:0) შემდეგ აღნიშნა, რომ მისმა შეგირდებმა თანამედროვე ფეხბურთი აჩვენეს.
“გაწეული სამუშაოსთვის ყველას მადლობას ვუხდი. გულშემატკივრები მხარს “მაგრად” გვიჭერდნენ და ცუდად თამაშის უფლება არ გვქონდა. ხორვატიამ თანამედროვე ფეხბურთი აჩვენა. ჩვენს თამაშში აგრესიაც არის, სილამაზეც და შედეგის მიღწევის ცოდნაც. ცოტა ხნის წინ, არავინ იოცნებებდა, რომ ხორვატია ასე ითამაშებდა” – იუწყება კოვაჩის სიტყვებს გამოცემა Jutarnji List-ი.
აქვე გეტყვით, რომ ხორვატიის ნაკრებში ნიკო კოვაჩი პლეი ოფებამდე იგორ შტიმაცის მაგივრად დაინიშნა, რომელმაც თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა. პირველი მატჩი ხორვატებმა სტუმრად 0:0 დაასრულეს.