როგორც იცით, თბილისის "დინამოში" 24 წლის მეკარე ნიკა დაუშვილი გადავიდა. დაუშვილი "ვიტ ჯორჯიაში" კარგად თამაშობდა და ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ საქართველოს ჩემპიონატის ლიდერებს. ნიკამ "მსოფლიო სპორტთან" საუბარში მადლობა გადაუხადა აწ უკვე ყოფილ კლუბს:
"მინდა, მადლობა გადავუხადო "ვიტ ჯორჯიას" ყველა წევრს: ხელმძღვანელობას, მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს იმ თანადგომისთვის, რასაც ორი წლის განმავლობაში მათგან ვგრძნობდი. "ვიტ ჯორჯია" რომ არა, ახლა "დინამოში" ვერ ვიქნებოდი. წარმატებას ვუსურვებ ჩემს ყოფილ კლუბს".
დაუშვილი მოხარულია "დინამოში" გადასვლით და ამბობს, რომ ეს კარიერაში ახალი გამოწვევაა:
"რა თქმა უნდა, "დინამო" ახალი, განსხვავებული ეტაპია. დიდი ისტორიის მქონე კლუბია, ამბიციები არ აკლია და ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი შანსი გამოვიყენო".