ფეხბურთი

17:11 | 10.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ჭანტურია “ტორპედოში” ითამაშებს

საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების ცენტრალური მცველი ნიკა ჭანტურია კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ამის შესახებ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ჭანტურია ქუთაისელთა შემადგენლობაში ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთის “ჟილინას” წინააღმდეგ ითამაშა. შემდეგ, 19-წლამდელთა ნაკრების რიგებში ლიტვაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა. ლიტვიდან დაბრუნებული უგუნდოდ იყო და კვლავ “ტორპედოს” მიაშურა.

ჭანტურია ქუთაისელთა რიგებში 13-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. ის გუნდს უკვე შეუერთდა და ივარჯიშა.


 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119337