2014 წლის ევროპის ჩემპიონატის მე-7 ტურში საქართველოს ჩემპიონმა გაიოზ ნიგალიძემ თეთრი ფიგურებით უკრაინელი იური კუზუბოვი დაამარცხა და სატურნირო მდგომარეობა გაიუმჯობესა. ნიგალიძემ, რომელსაც მხოლოდ 112-ე განთესვა გააჩნია, 5.0 ქულა მოაგროვა და დამატებითი მაჩვენებლებით 27-ე ადგილზეა.
ასეთივე მონაგარი გააჩნია საქართველოს ნაკრების ლიდერ ბაადურ ჯობავასაც, რომელიც თეთრებით რუს პაველ ტრეგუბოვს დაუზავდა. ჯობავას მე-20 პოზიცია უკავია და მე-8 ტურში შავებით ილია სმირინს (ისრაელიმ, 2644) ეთამაშება. ასევე შავი ფიგურებით ლორენ ფრესინეს (საფრანგეთი, 2709) გაეჯიბრება ნიგალიძე.
სხვა ქართველთაგან საუკეთესო მაჩვენებლები ალექსანდრე ყაშაშვილს (2378) და გიგა ყუფარაძეს (2507) გააჩნიათ, რომელთაც 4.5-4.5 ქულა აქვთ და შესაბამისად, 54-ე და 66-ე ადგილებზე იმყოფებიან.
7 ტურის თავზე ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი რუსი ალექსანდრე მოტილევი (2656) გახლავთ, რომლის აქტივშიც 6.0 ქულაა. იგი 6 მოჭადრაკისგან შემდგარ ჯგუფს 0.5 ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქ ერევანში მიმდინარე ტურნირის საპრიზო ფონდი 150 000 ევროს შეადგენს, საიდანაც ჩემპიონი 20 000 ევროს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 16 000-ს, ხოლომესამეადგილოსანი – 14 000-ს.
შეჯიბრი შვეიცარული სისტემით 11 ტურად ტარდება. 90 წთ/40 სვლაზე + 30 წთ. პარტიის ბოლომდე + 30 წამიანი დამატებით პირველივე სვლიდან. ყაიმზე შეთანხმება აკრძალულია მეორმოცე სვლამდე.
ტურნირში 27 ქვეყნის 258 მოჭადრაკე ასპარეზობს. ევროპირველობის რეიტინგ-სიას ფრანგი ეტიენ ბაკრო (2739) ლიდერობს, ხოლო ქართული ჭადრაკის ლიდერი ბაადურ ჯობავა მეექვსე ნომრადაა განთესილი.
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში. 3-14 მარტი. ერევანი (სომხეთი). მე-7 ტური
ბაადურ ჯობავა (2716) – პაველ ტრეგუბოვი (რუსეთი, 2614) 0.5:0.5
გაიოზ ნიგალიძე (2527) – იური კუზუბოვი (უკრაინა, 2642) 1:0
ლუკა პაიჭაძე (2529) – ბორის გრაჩოვი (რუსეთი, 2675) 0.5:0.5
გიგა ყუფარაძე (2507) – დანიილ დუბოვი (რუსეთი, 2618) 1:0
ალექსანდრე ყაშაშვილი (2378) – დმიტრი სვეტუშკინი (
ლევან ფანცულაია (2606) – არტურ ჩიბუხჩიანი (სომხეთი, 2446) 0.5:0.5
ვლადისლავ კოვალევი (ბელარუსი, 2548) – გიორგი ბაღათუროვი (2408) 1:0
ნანა ძაგნიძე (2546) – მარიო შახინგერი (ავსტრია, 2398) 1:0
მერი არაბიძე (2388) – ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი, 2537) 0.5:0.5
დან ზოლერი (ისრაელი, 2504) – ივერი ჭიღლაძე (2365) 0.5:0.5
ჰოვიკ ჰაირაპეტიანი (სომხეთი, 2458) – ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) 0:1
იდო ბენ არცი (ისრაელი, 2370) – ნიკა ღვამბერია (2133) 1:0
მარია გევორგიანი (სომხეთი, 2180) – ირაკლი ბერაძე (2364) 0:1
ბოგდან-დანიელ დეაკი (რუმინეთი, 2322) – ნოე თუთისანი (2137) 1:0
ლილიტ გალოიანი (სომხეთი, 2317) – ნატო იმნაძე (2100) 1:0
გიორგი სიბაშვილი (2239) – ჰრანტ ალეკსანიანი (სომხეთი, 2003) 1:0
ქართველ მოჭადრაკეთა სატურნირო მდგომარეობა:
20. ბაადურ ჯობავა (2706) – 5
27. გაიოზ ნიგალიძე (2494) – 5
54. ალექსანდრე ყაშაშვილი (2370) – 4.5
66. გიგა ყუფარაძე (2507) – 4.5
68. ლუკა პაიჭაძე (2544) – 4
79. ნანა ძაგნიძე (2546) – 4
108. სალომე მელია (2453) – 4
122. მერი არაბიძე (2374) – 3.5
133. ივერი ჭიღლაძე (2380) – 3.5
139. ლევან ფანცულაია (2612) – 3.5
142. ბაჩანა მორჩიაშვილი (2335) – 3.5
144. ირაკლი ბერაძე (2375) – 3.5
156. გია ბაღათუროვი (2408) – 3.
164. გიორგი სიბაშვილი (2243) – 3
210. ნიკა ღვამბერია (2125) – 2.5
233. ნოე თუთისანი (2137) – 2
239. ნატო იმნაძე (2100) – 2