ფეხბურთი

22:32 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიანგს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

 

“მილანიდან” “მონპელიეში” განათხოვრებულ 19 წლის თავდამსხმელმს, მ’ბაიე ნიანგს სასამართლომ წელიწადნახევრიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცოტა ხნის წინათ, ახალგაზრდა ფრანგი შემტევი, საკუთარი ავტომობილით, ხეს შეეჯახა. თავდაპირველი ინფორმაციით, მოძრაობის წესების დარღვევის გამო, მას საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის 170 საათის მისჯა ემუქრებოდა, მაგრამ სასამართლოს განაჩენი უფრო მკაცრი აღმოჩნდა.

ნიანგს ბრალი რამდენიმე პუნქტის დარღვევაში დასდეს. ესენია: სიჩქარის გადაჭარბება, მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის ტარება, ფეხით მოსიარულეთა სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, წითელ შუქზე გავლა. ამ პუნქტების შეჯამების შემდეგ, სასამართლომ ნიანგს 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გარდა ამისა, მას ავტომობილის მართვის უფლება 3 წლით ჩამოერთვა. 

0.12025