იტალიური “მილანის” ახალგაზრდა ფრანგი თავდამსხმელი მბაიე ნიანგი მისი თანამემამულის, ადილ რამის “როსონერიში” გადასვლას მიესალმება.
“რამი შესანიშნავი მცველია. მისი თამაში ეროვნულ ნაკრებსა და “ვალენსიაში” მაქვს ნანახი. იმედი მაქვს, მისი მაღალკვალიფიციურობა ჩვენს გუნდს დაეხმარება.” – ციტირებს ნიანგის სიტყვებს Sky Italia.
შეგახსენებთ, რომ რამის “ვალენსიადან” “მილანში” გადასვლა ჯერ გაოფიციალურებული არაა, მაგრამ ფრანგმა მცველმა იტალიურ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.