ინგლისური “ევერტონის" კაპიტანმა ფილ ნევილმა პროფესიული კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა. ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ფეხბურთელი ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ კიდევ აპრილში გეგმავდა, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მაინც უჭირდა.
ფილ ნევილმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად ექვსჯერ მოიგო პრემიერლიგა, სამჯერ – ინგლისის თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასიც ასწია. ინგლისის ნაკრებში კი 59 თამაში ჩაატარა. ამჟამად ნევილი ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნის.