სამხრეთ აფრიკის საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა და “მოროკა სვოლოუვსმა”, სადაც გიორგი ნერგაძე გამოდის, მე-17 ტურში, სტუმრად კეიპტაუნის “აიაქსთან” ქულა აიღო – 1:1.
ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და თამაშის ბოლომდე არ შეუცვლიათ. “მოროკას” 18 ქულა აქვს და 16 გუნდს შორის მე-12 ადგილი უკავია.
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა პოლონეთის ექსტრაკლასას “იაგელონიამ”, მორიგი ამხანაგური თამაში სლოვაკეთის “ჟილინასთან” ჩაატარა და 0:2 წააგო. “იაგელონიაში” ნიკა ძალამიძემ 90 წუთი ითამაშა. “იაგელონიას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქართველ შემტევ ნახევარმცველს გოლის გატანის შანსი ორჯერ ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა.
ლაშა თაბაგარი