მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელის, ნეიმარის გუნდს, ფინალში გასვლის შანსი აქვს, ტრავმის გამო ამ ბიჭს სანერვიულო ნამდვილად არ აკლია. ამას ისიც დაემატა, რომ “ფლეიბოის” მოდელმა პატრისია ჟორდანმა ცილი დასწამა.
ლამაზმანის თქმით, მას და ნეიმარს მღელვარე რომანი ჰქონდათ, მაგრამ ეს რომანტიკული სიმყუდროვე, სერიალების ახალგაზრდა მსახიობმა ბრუნა მარკეზინიმ დაურღვია და საწოლში პატრისია ჩაანაცვლა.
ნეიმარი ამ იმფორმაციამ ძალიან გააბრაზა და ყველაფერი უარყო. მეტიც, მან განაცხადა, რომ პატრიციას საერთოდ არ იცნობს და თავის ადვოკატებს სთხოვა სარჩელი მოამზადონ მატყუარა ქალის და “პლეიბოის” წინააღმდეგ, სადაც პატრიციასთან ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა.