ფეხბურთი

20:57 | 10.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა გუნდთან ერთად ივარჯიშა

“ბარსელონას” ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ნეიმარმა გუნდის სხვა წევრებთან ერთად ვარჯიში განაახლა და ის სათამაშოდ მზად უახლოეს მომავალში იქნება. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ნეიმარმა მუხლის ტრავმა “ხეტაფესთან” გამართულ სათასო დაპირისპირებაში მიიღო და მას შემდეგ, ბრაზილიელმა 7 თამაში გამოტოვა. მან ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში გასულ კვირაში განაახლა, დღეს კი, გუნდის დანარჩენ წევრებს შეუერთდა.

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ნეიმარი “სოსიედადთან” თასზე გასამართ მატჩში შეცვლაზე შევა, “რაიოსთან” სასტარტო შემადგენლობაში იქნება, ხოლო “მანჩესტერ სიტისთან” თამაშს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

0.122342