ფეხბურთი

20:18 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა და ტერ შტეგენმა ვარჯიში განაახლეს

“ბარსელონას” ორმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა ვარჯიში დაიწყო.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა და გერმანელმა მეკარემ ლა ლიგის პირველი ტურის მატჩი ტრავმების გამო გამოტოვეს. ესპანური პრესის ცნობით, დღეს, ორივე მათგანმა სრული დატვირთვით, მაგრამ ფიზმომზადების მწვრთნელის მეთვალყურეობის ქვეშ ივარჯიშა. ეს ნიშნავს, რომ ნეიმარსა და ტერ შტეგენს ექიმებისგან თამაშის ნებართვა ჯერ არ მიუღიათ.

თანაგუნდელების მსგავსად, ინდივიდუალურად ვარჯიში ცოტა ხნის წინათ დაიწყო ტომას ვერმალენმა, რომელიც “ბარსას” ტრავმირებული შეუერთდა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბელგიელს, შესაძლოა, კიდევ 2 კვირა გაუცდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113158