კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდი ნეიმარი “ხეტაფესთან” კოპა დელ რეის მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. “ბლაუგრანას” ოფიციალური საიტის ცნობით, ბრაზილიელს გასტროენტერიტის (კუჭისა და წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება) ნიშნები აქვს და ლაზარეთშია.
კატალონიელთა ბანაკში სასიამოვნო ამბავიცაა – სწორედ “ხეტაფესთან” მატჩში იგეგმება ლიონელ მესის დაბრუნება, რომელსაც 2 თვე ტრავმის გამო გაუცდა.
ცნობისათვის, “ბარსელონა” “ხეტაფეს” დღეს ღამით დაუპირისპირდება.