ფეხბურთი

17:59 | 11.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ვარჯიშს იწყებს, ვერმალენი – ჯერ ვერა

“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი თანაგუნდელებთან ერთავად ვარჯიშობს. 22 წლის ფეხბურთელი ხერხემლის ტრავმის მორჩენის ბოლო ეტაპზეა.

ნეიმარმა ხერხემლის ერთ-ერთი მალა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის დროს გაიბზარა და მან ბრაზილიის ნაკრების ბოლო 2 თამაში გამოტოვა. სამხრეთ ამერიკელმა ფეხბურთელმა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში ერთი კვირის წინათ დაიწყო, დღეს კი ის თანაგუნდელებს შეუერთდა. არაა გამორიცხული, ნეიმარმა, ლა ლიგის პირველ ტურში, მოედანზე რამდენიმე წუთი დაჰყოს.

ნეიმარისგან განსხვავებით, ვერ ვარჯიშობს “ბარსელონას” ახალწვეული ტომას ვერმალენი. ბელგიელმა უკანახაზელმა ტრავმა ასევე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღო და “ბარსას” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, როდის იქნება ის სათამაშოდ მზად.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12227