ფეხბურთი

10:08 | 23.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ვარჯიშს აგვისტოში შეუდგება

“ბარსელონას” თავდამსხმელ ნეიმარის ტრავმისშემდგომი სარეაბილიტაციო პროცესი გეგმის მიხედვით მიდის. ბრაზილიის ნაკრების ლიდერი მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, კოლუმბიასთან შეხვედრისას დაშავდა და მუნდიალზე გამოსვლა ნაადრევად დაასრულა.

El Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეიმარი ვარჯიშს სავარაუდოდ აგვისტოს დასაწყისში განაახლებს, თუმცა ჯერ უცნობია, როდის შეძლებს პირველი თამაშის ჩატარებას.

0.147826