ფეხბურთი

21:42 | 16.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “უკეთ თამაშიც შეგვიძლია”

“ბარსელონას” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ნეიმარმა, “რაიოსთან” მოგებული თამაშის (6:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ კატალონიელებს კიდევ უფრო კარგად თამაშიც შეუძლიათ.

ნეიმარი მოედანზე დაახლოებით ერთთვიანი უქმობის შემდეგ დაბრუნდა და “რაიოსთან” გამართულ მატჩში მან თავი ლამაზი გოლით გამოიჩინა.

“ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ თამაში კვლავ შემიძლია. მიხარია, რომ გოლის გატანა მოვახერხე.

გასული ერთი თვე რთული იყო. თამაში ძალიან მინდოდა. შესაძლოა, სწორედ სურვილის წყალობით მოვახერხე საკმაოდ სწრაფად გამოჯანმრთელება.

რაც შეეხება თავად თამაშს – “ბარსელონას” ათიდან 9 ქულას დავუწერდი. “რაიოსთან” ძალიან კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ უკეთ თამაშიც შეგვიძლია.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114698