თამაშგარე

12:30 | 24.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ტელესერიალის ვარსკვლავზეა შეყვარებული

სამხრეთამერიკული “ყვითელი პრესა“ აქტიურად წერს ბრაზილიური ფეხბურთის ახალგაზრდა ვარსკვლავ ნეიმარსა და მის 17 წლის შეყვარებულ, მსახიობ ბრუნა მარკეზინიზე.

ბრუნა მარკეზინი ადგილობრივი ტელესერიალების ვარსკვლავია. იგი 2003 წლიდან გახდა პოპულარული, როდესაც ტელენოველა “სიყვარულის ქალებში“ გადაიღეს. ამის შემდეგ გოგონას პოპულარობამ პიკს მიაღწია და 5 სრულმეტრაჟიან ფილმსა და რამდენიმე ათეულ სერიალში გადაიღეს.

ამჟამად ბრუნა სამბას კარნავალზე გამოსასვლელად ემზადება. ნეიმარი სწორედ იმ სკოლას ესტუმრა, სადაც შეყვარებული ცეკვაში მეცადინეობს და ჟურნალისტებთან გულახდილად აღიარა თავისი გრძნობები ბრუნას მიმართ.
ჟურნალისტებმა ისიც დასცინცლეს ნეიმარს, რომ შეყვარებულები უკვე ორი თვეა ერთმანეთს ხვდებიან და ამიერიდან აღარ მოუწევთ აბეზარი პაპარაცებისგან დამალვა.
 

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112109