ფეხბურთი

12:16 | 31.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი მეტ სათამაშო დროს ითხოვს

 

კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა ნეიმარმა “ლეხიასთან” ამხანაგური მატჩის შემდეგ (2:2) ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი არ მალავს, რომ მეტი სათამაშო დრო სურს.

“ჩემი ოცნება ახდა. მიუხედავად ამისა, ფორმაში შესასვლელად მეტი სათამაშო დრო მჭირდება. მესის პარტნიორობა მახარებს. ის ჩემი კუმირია. “სანტოსთან” ამხანაგური მატჩი? ოდნავ უსიამოვნო იქნება, მაგრამ ყველაფერს ვიზამ ჩემი ახალი გუნდის დასახმარებლად”, - განუცხადა თავდამსხმელმა AS-ს.

აღსანიშნავია, რომ “ლეხიასთან” მატჩში, ნეიმარმა მეორე ტაიმის საწყის პერიოდში კატალონიელთა სამწვრთნელო შტაბს ცვლილებისკენ ჟესტიკულაციის საშუალებითაც კი მოუწოდა, მაგრამ მოედანზე მხოლოდ უკანასკნელი წუთები გაატარა.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116408