ფეხბურთი

1:10 | 7.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “მესის მეხუთე ოქროს ბურთის მოგება შეუძლია”

“ბარსელონას” ბრაზილიელი ახალწვეული ნეიმარი კატალონიური გუნდის არგენტინელი ვარსკვლავის, ლიონელ მესის მისამართით საქებარ სიტყვებს კვლავ არ იშურებს.

“ლიონელ მესისთან ერთად თამაში? ის სულ სხვა დონის მოთამაშეა. მას ვაღიარებ და პატივს ვცემ. მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ოთხჯერ გახდა და მას ყველაფერი აქვს იმისათვის, რომ ეს კიდევ გააკეთოს.

მე ახლაც ისევე ვთამაშობ, როგორც ადრე. არავინ მზღუდავს. “ბარსელონაში”, როგორც “სანტოსსა” და ნაკრებში, თავისუფლება მომანიჭეს.

ჩემი მიზანი პლანეტის საუკეთესო ტურნირებზე თამაშია და ვიცი, რომ “ბარსელონასთან” ერთად ამას მოვახერხებ. ნელ-ნელა ახალ თანაგუნდელებთან ერთად თამაშს ვეჩვევი.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122106