კატალონიის “ბარსელონას” ახალწვეულმა ნეიმარმა მოახლოებული “ელ კლასიკოს” შესახებ ისაუბრა. თავდამსხმელმა თავის თანამემამულე მარსელოს შეუთვალა, რომ “ბარსელონა” მადრიდის “რეალის” დამარცხებას შეძლებს.
“ელ კლასიკო” ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია. ამ დაპირისპირებაში თავის გამოჩენა ყველას სურს. “რეალის” წინააღმდეგ პირველად ვითამაშებ და იმედია, კარგ თამაშს ვაჩვენებ, ჩვენი გუნდი კი, მოიგებს. მარსელოსთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს. ისე ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ უკვე ვუთხარი, რომ “ელ კლასიკოს” “ბარსა” მოიგებს", - განუცხადა ნეიმარმა ესპანელ ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, რომ “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირება შაბათს ჩატარდება.