ფეხბურთი

18:50 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “იმედი მაქვს, მე და მესი ისტორიას შევქმნით”

“ბარსელონას” ახალწვეულმა ვარსკვლავმა ნეიმარმა იმედი გამოთქვა, რომ ის და კატალონიელთა ლიდერი ლიონელ მესი ისტორიას შექმნიან. ბრაზილიელის თქმით, სოწრედ მესი იყო ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც მან “ბარსელონა” აირჩია.

“იმედი მაქვს, ჩვენი დუეტი ისტორიას შექმნის. დარწმუნებული ვარ, ამისთვის ყველაფერი გვაქვს.

ჩემთვის, რა თქმა უნდა, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად თამაში დიდი პატივია. სწორედ ეს მიზეზი იყო მნიშვნელოვანი ევროპულ კლუბებს შორის არჩევანის გაკეთების დროს.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115331