ფეხბურთი

22:17 | 13.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: “ჯარიმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია”

კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი პრობლემას ვერ ხედავს იმაში, რომ მის წინააღმდეგ თამაშის დროს, მეტოქე გუნდის ფეხბურთელები თამაშის წესებს ძალიან ხშირად არღვევენ.

“ჩემთვის, ეს უკვე რუტინად იქცა. ეს ის საკითხია, რასაც უნდა შევეგუო, რადგან ჯარიმები თამაშის ნაწილია.” – ციტირებს ნეიმარის სიტყვებს Goal-ი.

ცნობისთვის, სამხრეთ კორეასა და ბრაზილიას შორის გამართულ ამხანაგურ მატჩში, აზიელებმა, ნეიმარის წინააღმდეგ, თამაშის წესები 12-ჯერ დაარღვიეს. ლა ლიგაში, თამაშში, საშუალოდ, ბრაზილიელის წინააღმდეგ 4.4 ჯარიმა მოდის, რაც ჩემპიონატში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. თუმცა, არაერთი საფეხბურთო მოღვაწის აზრით, ასეთი სტატისტიკური მაჩვენებლების მიზეზი ისაა, რომ ბრაზილიელი, ხშირად, სიმულაციას მიმართავს.

თეგებინეიმარი
0.112929