ფეხბურთი

1:37 | 20.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ბრწყინავს, ბრაზილია იგებს

ნეიმარის შესანიშნავი თამაშის წყალობით, ბრაზილიის ნაკრებმა კონფედერაციის თასის მე-2 შეხვედრა მოიგო და ნახევარფინალის საგზური თითქმის გაინაღდა, ხოლო მექსიკელები, შეიძლება ითქვას, ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლას წყვეტენ.

ბრაზილიისა და მექსიკის დაპირისპირების სტარტი ძალიან კარგი იყო. მასპინძლები მაღალ ტემპში თამაშობდნენ, გამუდმებით უტევდნენ და გულშემატკივრებიც მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ. იაპონიასთან თამაშის მსგავსად, ანგარიში ნეიმარმა გახსნა და კვლავ ეფექტური დარტყმით. მარჯვენა ფლანგიდან შეტევის დროს, დანი ალვესმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მექსიკელმა მცველმა არცთუ დამაჯერებლად ითამაშა და დაახლოებით 16 მეტრიდან ერთი შეხებით ძლიერი დარტყმით, ნეიმარმა მე-2 შეხვედრაში მე-2 გოლი გაიტანა.

ბრაზილიამ თამაშს ნელ-ნელა უკლო და ტაიმის მე-2 ნახევარში მცირე უპირატესობას მექსიკა დაეუფლა, მაგრამ დე ლა ტორეს შეგირდები განსაკუთრებით სახიფათო მომენტებს ვერ ქმნიდნენ.

მე-2 ტაიმი მექსიკის შეტევებით დაიწყო, მაგრამ ბრაზილიამ თამაშის სადავეები ხელთ ნელ-ნელა იგდო. შეხვედრის მიწურულს, სტუმრები კვლავ გააქტიურდნენ, მაგრამ ამან მხოლოდ რამდენიმე წუთს გასტანა.

მიმდინარეობდა 93-ე წუთი, როდესაც მარცხენა ფლანგიდან შეტევის დროს, საჯარიმოს ხაზთან, ნეიმარმა 2 მეტოქე ძალიან ეფექტური მოძრაობით მოატყუა და ცარიელი კარის წინ უმეთვალყურეოდ მყოფ ჟოს საგოლედ უპასა. საინტერესო ისაა, რომ ბრაზილიელთა 21-ე ნომერი ორივე თამაშში შეცვლაზე შევიდა, ჯერ 81-ე, ხოლო შემდეგ 82-ე წუთზე. ჩატარებულ 24 წუთში, 26 წლის ფეხბურთელმა 2 გოლი გაიტანა და ორივე 93-ე წუთზე. ჟო გახდა პირველი ფეხბურთელი კონფედერაციის თასის ისტორიაში, რომელმაც დამატებულ წუთებზე 2 გოლი გაიტანა. შეცვლაზე შესვლის შემდეგ გოლების გატანაში ასევე ბრაზილიელი ალექსი ლიდერობს, რომელმაც 1999-2003 წლებში, ეს 3-ჯერ მოახერხა.

ამ თამაშის შემდეგ, ბრაზილიას კონფედერაციის თასზე 9-მატჩიანი მოგებათა, ხოლო 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. „სელესაომ“ ამ ტურნირის ისტორიაში 30-ე შეხვედრა ჩაატარა და მე-20 მოიგო. ყველა ეს მაჩვენებელი კონფედერაციის თასის ისტორიაში რეკორდულია.

 

ბრაზილია-მექსიკა 2:0 (0:0) 

ფორტალეზა, “პლასიდო ადერალდო კასტელო” 50891

ბრაზილია (4-3-3): სეზარი, ალვესი, სილვა, ლუისი, მარსელო, პაულინიო, გუსტავო, ოსკარი (ერნანესი 62), ჰალკი (მოურა 78), ფრედი (ჟო 82), ნეიმარი.

მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი.

მექსიკა (4-4-1-1): კორონა, მიერი, მასა, მორენო, ტორეს ნილო (ბარერა 70), ფლორესი (ერერა 58), სალსიდო, ტორადო (ხიმენესი 88), გუარდადო, დოს სანტოსი, ერნანდესი.

მწვრთნელი: ჯოსე მანუელ დე ლა ტორე.

გოლები: 1:0 ნეიმარი (9), 2;0 ჟო (90+3).

გაფრთხილებები: სილვა 44, ალვესი 76 - გუარდადო 21, ერერა 89, მასა 90.

მსაჯი: ჰოვარდ უები (ინგლისი).

ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 9 (5)-6 (2), კუთხური: 5-7, თამაშგარე: 3-0, სეივი: 2-5, ჯარიმა: 25-16.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113719