“ბარსელონას” ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი მეოდანზე დასაბრუნებლად მზადაა. ამ ინფორმაციას კატალონიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ნეიმარს 17 იანვრის შემდეგ არ უთამაშია. “ხეტაფესთან” გამართულ სათასო დაპირისპირებაში მან ფეხი ცუდად დადგა და ერთთვიანი უქმობა გამოიწერა.
დღეს, ცნობილი გახდა, რომ ნეიმარმა ექიმებისგან თამაშის ნებართვა მიიღო, ხოლო ტატა მარტინომ ის “რაიოსთან” გასამართი მატჩის განაცხადში შეიყვანა.
15 თებერვალს, “რაიოს” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს ჩავი, რომელსაც მწვრთნელმა დასვენების საშუალება მისცა.