ფეხბურთი

17:08 | 14.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი ბრაზილია-ესპანეთის ფინალზე ოცნებობს

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი ნეიმარი აცხადებს, რომ კონფედერაციის თასის ფინალში ის ესპანეთის ეროვნულ გუნდთან შეხვედრას ისურვებდა.

“ესპანეთს შესანიშნავი, გასაოცარი შემადგენლობა ჰყავს. ამ გუნდში განსაცვიფრებელი ფეხბურთელები თამაშობენ და ეჭვგარეშეა, რომ ესპანელები კონფედერაციის თასის ფავორიტთა შორის შედიან. გამიხარდება, თუ ფინალში მათთან დაპირისპირება მოგვიწევს. ესპანეთის წინააღმდეგ ფინალში თამაში ჩემი ოცნებაა და რა თქმა უნდა, ამ გუნდის დამარცხებაც. თასის მოსაგებად ბოლომდე ვიბრძოლებთ.” – ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Marca.

კონფედერაციის თასის გათამაშება დღეს იწყება. სხვადასხვა ჯგუფებში გადანაწილებული ბრაზილია და ესპანეთი ერთმანეთს ფინალამდე მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუპირისპირდებიან, თუ ერთი მათგანი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს, ხოლო მე-2 – მეორეს.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115204