კატალონიის “ბარსელონას” აგენტმა ანდრე კიურიმ, რომელიც სამხრეთ ამერიკის ზონაში ფეხბურთელების ძიებითაა დაკავებული, “სანტოსელი” ნეიმარის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ბრაზილიელი კატალონიელთა სატრანსფერო სიაში პირველ ნომრად წერია.
“ბარსელონა” ნეიმარის შეძენით დაინტერესებულია. ბრაზილიელი ფეხბურთელთა იმ სიას ლიდერობს, რომელთა ყიდვაც კატალონიელებს სურთ. როდესაც “ნეიმარი” “სანტოსის” დატოვებას გადაწყვეტს, მოლაპარაკებისთვის მზად ვიქნებით. საჭიროების შემთხვევაში, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატამდეც მოვიცდით. შესაძლოა, გარიგება ამ ზაფხულშივე შედგეს. ნეიმარის გადმოსვლა “ბარსას” მესიზე დამოკიდებულებისგან გაათავისუფლებს. თავის მხრივ, აღარც “სანტოსი” იქნება ერთ მოთამაშეზე დამოკიდებული”, - უთხრა კიურიმ “მარკას”.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარის სახელს ლონდონის “ჩელსისაც” უკავშირებენ, მაგრამ გამოკვეთილი ფავორიტი “ბარსელონაა”.