ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხული ნეიმარი ფრანგული “მარსელის” ინგლისელ ნახევარმცველს, ჯოი ბარტონს პასუხობს და აცხადებს, რომ ამ უკანასკნელის შესახებ ცნობებს არ ფლობს.
შეგახსენებთ, რომ Twitter-ის საშუალებით ბარტონმა ნეიმარი გააკრიტიკა, მას ფეხბურთის ჯასტინ ბიბერი უწოდა და განაცხადა, რომ ბრაზილიელი რეალურად არაფერს წარმოადგენს. ნეიმარის პასუხი შედარებით თავშეკავებული იყო:
“არ ვიცი, ვინ არის ჯოი ბარტონი, მაგრამ ადამიანებს ენა იმისთვის აქვთ, რომ ილაპარაკონ ის, რაც სურთ.
ჩემი დანიშნულებაა “სელესაოსთვის” სარგებლის მოტანა განვაგრძო. რუსეთის წინააღმდეგ ისე ვერ ვითამაშე, როგორც ვისურვებდი. გუნდის დახმარება მინდოდა, მაგრამ ეს ჩემი დღე არ იყო.”