“სანტოსისა” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი მოქმედი კონტრაქტის ვადის გასვლამდე კლუბის დატოვებას არ აპირებს. შესაბამისად, იგი “სანტოსში” 2014 წლამდე დარჩება – იუწყება ესპანური პრესა.
“ჯერ “სანტოსის” ფეხბურთელი ვარ და არ ვგეგმავ სხვა კლუბში გადასვლას, ვიდრე ხელშეკრულების ვადა არ ამოიწურება. არც “ბარსელონასთან” ვარ წინასწარ გარიგებული. ცხადია, დადგება დღე, როცა ბრაზილიას დავტოვებ. ამას პირველ ყოვლისა ფიზიკური კონდიციის გასაუმჯობესებლად გავაკეთებ. ამჟამად კი სულ სხვა მიზანი მაქვს – “სანტოსში” თამაში და მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება.