ფეხბურთი

11:12 | 25.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედოს წასვლა სურს

ესპანური “სევილიას” ერთ-ერთი ლიდერი ალვარო ნეგრედო კლუბის შეცვლის სურვილს არ მალავს. ანდალუსიელთა პრეზიდენტმა ხოსე მარია დელ ნიდომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესპანელი ფორვარდის თაობაზე სატრანსფერო შემოთავაზებები უკვე აქვს.

“ნეგრედომ გვითხრა, რომ ჩემპიონთა ლიგაში თამაში სურს. ერთ-ერთი, ვისაც მისი შეძენა უნდა, “ატლეტიკოა”. გარდა ამისა, საზღვარგარეთიდანაც გვაქვს შემოთავაზება. “სევილია” საუკეთესო წინადადებას დათანხმდება. სამი მხარეა გასათვალისწინებელი: “სევილია”, ფეხბურთელი და მყიდველი კლუბი. მნიშვნელოვანია, რომ ნეგრედოს სურვილი ვიცოდეთ, რათა გადაწყვეტილება შეთანხმებულად მივიღოთ. ალვარომ წასვლა გადაწყვიტა, ამიტომ, მოლაპარაკებების დასაწყებად მზად ვართ”, - ციტირებს დელ ნიდოს სიტყვებს Goal-ს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, “სევილია” უკვე დატოვეს ხესუს ნავასმა (“მანჩესტერ სიტი”) და ლუის ალბერტომ (“ლივერპული”).

 

0.113239