ფეხბურთი

11:14 | 22.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო მინდორს სამი თვით დაემშვიდობა

 

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა ალვარო ნეგროდომ, "ჰართსისთან" მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში (2:1) ტერფის ძვალი მოიტეხა და მინდორს სამი თვის განმავლობაში ვერ დაუბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა:

"მინდა გაცნობოთ, რომ ტერფის ძვალი მოვიტეხე და მომდევნო თვეები ჩემთვის ძალიან რთული იქნება. რამდენიმე თვე ვერ ვითამაშებ, თუმცა გეტყვით, რომ მოედანს უფრო ძლიერი დავუბრუნდები."

შეგახსენებთ, რომ ნეგრედო გასული სეზონის სტარტამდე "ქალაქელებმა" "სევილიადან" დაიმატეს და ინგლისში გატარებულ პირველივე სეზონში 28 წლის ფეხბურთელმა 49 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი.

გიორგი ბალახაძე

0.116866