ფეხბურთი

19:18 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნეგრედო და “ატლეტიკო” შეთანხმდნენ

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, “სევილიას” თავდამსხმელმა, ალვარო ნეგრედომ მადრიდის “ატლეტიკოსთან” პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა.

მას შემდეგ, რაც მადრიდელებმა რადამელ ფალკაო “მონაკოში” გაყიდეს, ისინი კოლუმბიელის შემცვლელის ძებნას შეუდგნენ. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციით, დედაქალაქელების მთავარი სამიზნე 27 წლის ალვარო ნეგრედოა.

როგორც სევილიელი, ასევე მადრიდელი ჟურნალისტები ირწმუნებიან, რომ ნეგრედო და “ატლეტიკო” 3-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ. თუ ესპანელი მადრიდში გადავა, მისი წლიური ანაზღაურება 2.4 მილიონი ევრო იქნება.

პრობლემას ის ქმნის, რომ შეთანხმებას ვერაფრით ახერხებენ კლუბები. “სევილია” 20 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლის, ხოლო “ატლეტიკოს” ფეხბურთელის ხელში უფრო იაფად ჩაგდება სურს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეგრედოს შეძენის სურვილს “დორტმუნდიც” გამოთქვამდა, მაგრამ ფეხბურთელმა გერმანიაში თამაშს სამშობლოში დარჩენა ამჯობინა. 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12192