ჭიდაობა

11:02 | 8.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნახევრად წარმატებული სტარტი

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) და დავით მარსაგიშვილმა (86 კგ) ტაშკენტში დღეს დაწყებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი შეხვედრები მოიგეს. ალექსანდრე ჯაჭვაძემ (70 კგ) და გიორგი საკანდელიძემ (125 კგ) კი ძირითად ბადეში გამოსვლა საწყის ეტაპზევე დაასრულეს და ისღა დარჩენიათ, თავიანთი მძლეველების ფინალში გასვლას უქომაგონ, თავად ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი რომ მიეცეთ.

ხინჩეგაშვილმა ჩილელ ანდრე რენატო ქუისპეს ერთ წუთში ათი ქულა აუგროვა (10:0). მარსაგიშვილმა კიდევ უფრო ნაკლები დრო – 50 წამი აკმარა ავსტრიელ დომინიკ კლაუს პეტერს (12:2). ჯაჭვაძემ ბოლო წამზე წააგო ეკვადორელ იოან ბლანკოსთან (4:5), ხოლო საკანდელიძისთვის დაუძლეველი ზღუდე ბელარუსი ალექსეი შემაროვი აღმოჩნდა (0:4).

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მორიგ შეხვედრას აზერბაიჯანელ ახმედმაბი გუეზატილოვთან ჩაატარებს. მარსაგიშვილის მეტოქე კი ჩინელი შენგფენგ ბი იქნება.

0.121166