ჩოგბურთი

8:51 | 11.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ნახევარფინალი “შესანიშნავი სამეულის” გარეშე

 მადრიდის “მასტერზ1000”-ზე შედარებით ადრეულ ეტაპებზე პირველ-მეორე ნომრებად განთესილები ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი დამარცხდნენ, ნახევარფინალში ვერც შოტლანდიელი ენდი მარეი გავიდა. ტურნირზე მესამე ნომრად განთესილმა ბრიტანელმა ჩეხ ტომაშ ბერდიხთან 6:7, 4:6 წააგო.

მარეი და ბერდიხი მადრიდში ერთმანეთს მეცხრედ შეხვდნენ და პირად დაპირისპირებათა ანგარიში 5:4 გახდა დასავლეთსლავის სასარგებლოდ. ამასთან გრუნტის საფარიან კორტებზე ჩატარებულ მატჩებში ტომაში ენდის 3:0-ს უგებს. შეგახსენებთ, ბერდიხი მადრიდის შარშანდელი ტურნირის ფინალისტია. მან გადამწყვეტ მატჩში ფედერერთან წააგო.

ბერდიხი ნახევარფინალში შვეიცარიელ სტანისლას ვავრინკას შეხვდება. წყვილებში 2008 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვავრინკამ აფროფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას ორსაათიან პაექრობაში 6:2, 6:7, 6:4 სძლია.

მადრიდის “მასტერზ1000”-ის მეორე ნახევარფინალური წყვილი ესპანელებმა რაფა ნადალმა და პაბლო ანდუხარმა შეადგინეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.121588