“ლევანტეს” მეკარემ კეილორ ნავასმა შეიძლება ზაფხულში ახალი კლუბის მაისურა მოირგოს. The Mirror-ის ცნობით, 27 წლის კოსტარიკელ ფეხბურთელს დიდი არჩევანი აქვს. მათ შორის “სევილიას”, “ატლეტიკოს”, “ლივერპულისა” და “ევერტონის” ვარიანტები.
ჩამოთვლილი კლუბები ძირითადი მეკარის შემცვლელს ეძებენ და კეილორ ნავასის ვარიანტსაც აქტიურად განიხილავენ. “ლევანტე” კი ტრანსფერის სანაცვლოდ 8 მილიონ ევროს ითხოვს.